01/07/2023
16:55
მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უკრაინის ტერიტორიაზე 25 ივნისიდან საბრძოლველად დარჩენილი „ვაგნერელების“ ლიკვიდაციის ბრძანება გასცა, - ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის გამოცემაზე დაყრდნობით იუწყება.
ცენტრი აღნიშნავს, რომ ფრონტზე „ვაგნერელების“ მიმართ დამოკიდებულება ძირითადად შეიცვალა. მათგან იქმნება ცალკეული თავდასხმის რაზმები და იგზავნება დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად.
ამ პროცესების პარალელურად, კრემლი ცდილობს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში „ვაგნერზე“ კონტროლის აღებას.
„რა თქმა უნდა, რუსეთი ვერ დათმობს აფრიკაში გავლენის ისეთ ბერკეტს, როგორიც არის PVK „ვაგნერი“. ამიტომ, კრემლისთვის ერთადერთი გამოსავალი არის კომპანიის რებრენდინგი ახალი ლიდერების დანიშვნასთან ერთად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უკვე გააფრთხილეს აფრიკის ქვეყნების ლიდერები, რომ PVK „ვაგნერი“ გააგრძელებს თავის საქმიანობას, ოღონდ ახალი მენეჯმენტით“, - ნათქვამია CPD-ში.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიაში „ვაგნერის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და სამი მაღალი რანგის მეთაური რუსეთის სამხედრო პოლიციამ დააკავა.
0
0