21/12/2022
18:27
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ფინეთ-შვედეთის ნატოში გაწევრიანების გამო, რუსეთის ფედერაციამ ფინეთის საზღვარზე ჯარების დაჯგუფება უნდა შექმნას.
„ნატოს სურვილის გათვალისწინებით, განავითაროს სამხედრო პოტენციალი რუსეთის საზღვრებთან, ასევე გააფართოოს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებით, საჭიროა საპასუხო ზომები, რათა შეიქმნას ჯარების შესაბამისი დაჯგუფება ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში“, - აცხადებს შოიგუ.
მას შემდეგ რაც, რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანად შეიჭრა ორმა სკანდინავიურმა ქვეყანამ - ფინეთ-შვედეთმა სამხედრო ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მადრიდის სამიტზე ნატომ ოფიციალურად მიიწვია ფინეთი და შვედეთი ალიანსში გასაწევრიანებლად.
თურქეთმა, რომელიც ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა, საბოლოოდ კი თავისი პოზიცია შეცვალა.
0
0