
საქართველო 7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
რამდენიმე წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, შობის დღესასწაულის ღამეს სარკმელში სინათლის დანთების ტრადიცია დამკვიდრდა…
უკვე რამდენიმე წელია შობის დღესასწაულზე ძველი ტრადიცია აღდგა და 6 იანვრის ღამეს, შობის მოლოდინში, ფანჯრებში მორწმუნეები სანთელს ანთებენ.
ღამით ყველა სარკმელთან თითო სანთელი ინთება და ითვლება, რომ ეს ერთგვარი სიმბოლოა. ამ გზით საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები მათ ოჯახებში მაცხოვრის დაბადებას და შემოსვლას აღნიშნავენ.
ფანჯრებთან სანთლების დანთების ტრადიცია 2000 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით განახლდა.
0
0