04/09/2023
10:36
მსოფლიო
Business Insider-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში კომპანიების Tesla და SpaceX აღმასრულებელმა დირექტორმა და მსოფლიოში უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა 3 ეგზისტენციალური საფრთხე დაასახელა, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინია. ესენი გახლავთ: შობადობის კლებადი მაჩვენებელი, რელიგიური ექსტრემიზმი და უკონტროლო ხელოვნური ინტელექტი.
„შობადობის მაჩვენებელზე ბევრს ვფიქრობ. ეს შესაძლოა, ცივილიზაციის მომავლისთვის ყველაზე დიდი საფრთხე იყოს. ამაზე უკვე მრავალი წელია, ძალიან ვღელავ, რადგან სიტუაციის გამოსწორების ტენდენციას ვერ ვამჩნევ. ყოველწლიურად, ყველაფერი უარესდება", - აღნიშნა მასკმა.
ბიზნესმენს აღნიშნული საკითხის შესახებ არაერთხელ გამოუხატავს საკუთარი აზრი. რაც მთავარია, მისი შიში უსაფუძვლო ნამდვილად არაა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით, შობადობის მაჩვენებელმა დაღმასვლა 1960 წლიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება.
0
0