
როგორც წერეთელი წერს, Shionogi-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაო ტეშიროგიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპანიას შეუძლია შეიტანოს იაპონიაში წამლის საკმარისი დოზა 1 მილიონი ადამიანის სამკურნალოდ უკვე მარტის ბოლოსთვის.
„Pfizer Inc-ისა და Merck & Co-ის ანტივირუსული აბები უკვე გამოიყენება რამდენიმე ქვეყანაში და მათ აჩვენეს ეფექტურობა COVID 19-ით დაავადებულ მოზრდილებში, რომლებიც იმყოფებიან სერიოზული დაავადების რისკის ქვეშ.
შიონოგიმ თქვა, რომ მათი აბების მიმდინარე კლინიკური კვლევის ახალმა შედეგებმა, რომელიც ცნობილია როგორც S-217622, აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება ანტივირუსულ ეფექტში პლაცებოსთან შედარებით, ისევე როგორც სიმპტომების გაუმჯობესებაც.
პაციენტებმა COVID 19-ის სიმპტომების გარეშე ან მსუბუქი სიმპტომებით, რომლებიც მკურნალობდნენ ამ ექსპერიმენტული პრეპარატით, რომელიც არის ვირუსული 3CL პროტეაზას ინჰიბიტორით, აჩვენეს ვირუსული დატვირთვის შემცირება დაახლოებით 63-80%-ით ოთხი დღის შემდეგ პლაცებო ჯგუფთან შედარებით, II/III ფაზის კვლევის დროს.
ტეშიროგიმ თქვა, რომ Shionogi, პირველ რიგში, იაპონიის მომარაგებას განახორციელებს, მაგრამ შემდეგ გეგმავს გაზარდოს წარმოება“, - წერს ზაზა წერეთელი.
0
0