
უწყების ინფორმაციით, 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 2002 წლიდან იძებნებოდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი - 1977 წელს დაბადებული ვ.ვ. დააკავეს.
აღნიშნული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 2002 წლიდან იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ვ.ვ., სასაზღვრო გამშვები პუნქტზე - "წითელი ხიდის" ტერიტორიაზე, მსჯავრდებულის სახით დააკავეს. დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი,"- ნათქვამია შსს მიერი გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0
წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
08/02/2026
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026