
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს.
ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას და სტუმრებს უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
ვახტანგ გომელაურმა პოლიციის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შვედეთის სამეფოს პოლიციის ატაშეს დანიშვნა ურთიერთობისშემდგომი განვითარების ნათელი წინაპირობაა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.
0
0
19 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
17/08/2026
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
17/08/2026