შიმშილობა სააკაშვილის უფლებაა, რაც შეეხება ტელევიზორს, თუ უნდათ, ნათესაობამ მიუტანოს - მისთვის განსაკუთრებული და სასათბურე პირობები არ იქნება - ირაკლი ზარქუა
07/10/2021
12:10
პოლიტიკა
A-
+A
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ტელეფონით სარგებლობა იმ გრაფიკით შეუძლია, როგორც დანარჩენ პატიმრებს, მისთვის განსაკუთრებული და სასათბურე პირობები არ იქნება.
ის ასევე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს.
"შიმშილობა მისი უფლებაა, უნდა იშიმშილოს, უნდა პროტესტის სხვა ფორმები გამოიყენოს, უბრალოდ, არგუმენტირებული უნდა იყოს. მგონი განსხვავებას ნახავდა, რა ციხე დატოვა 2012 წელს და როგორ საპყრობილეში ზის ახლა.
რაც შეეხება ტელევიზორს, ინტერნეტს და ა.შ. ტელევიზორი პროტოკოლით არ არის გათვალისწინებული, თუ უნდათ ნათესაობამ მიუტანოს, რაც ეხება ტელეფონს შეზღუდულია და იმ გრაფიკით მიეწოდება, როგორც დანარჩენ პატიმრებს, მისთვის განსაკუთრებული და სასათბურე პირობები ვერ იქნება და არ იქნება. კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს და განსხვავებული მიდგომები არ იქნება,"- განაცხადა ზარქუამ.
0
0
106761
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%