
შიმშილობა მიმართული იყოს არა ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ ოპოზიციის შიგნით რაღაცებში გადასარწმუნებლად, ასეთი რამ არათუ მინახავს, არც მსმენია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
„61-ე წელში გადავედი, ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, დიდი ხანია, პოლიტიკაში ვარ, მათ შორის მიშიმშილია კიდეც. ათასი რამ მინახავს, მაგრამ შიმშილობა მიმართული იყოს არა ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ ოპოზიციის შიგნით რაღაცეებში გადასარწმუნებლად, ასეთი რამ არათუ მინახავს, არც მსმენია. მართლა არასერიოზული და არათანმიმდევრული ხალხია.
ნახეთ ახლა, მის ამ განცხადებას, თვითონ ოპოზიციაში რა შეფასებები აქვს. თვითონაც კი მიხვდნენ, რომ ეს იყო უკიდურესად წარმოუდგენელი ნაბიჯი. არათუ გაუთვლელი, არამედ ყოველგვარი ლოგიკისაგან დაცლილი. ეს არის მათი სახე. ერთმანეთი ეჯავრებათ და აბსოლუტურად ალოგიკურ ნაბიჯებს დგამენ. როდესაც ვიწყებდი შიმშილობას ან ვინმე, ჩვენ წინასწარ გვქონდა განსაზღვრული, რა მოთხოვნები უნდა გვქონოდა. იყო ეს შიმშილლბა დაწყებული მოთხოვნაზე – „მოდი გავრთიანდეთ“? – არა. აბსოლუტურად გაუთვლელი შიმშილობა დაიწყეს. დაინახეს, რომ ამას ხალხი არ აყვა და ეს პოპულარული არ არის ხალხში. შემდეგ აქედან ლამაზად გამოსვლის გზებს ეძებდნენ და ვითომ, იპოვეს ყოვლად არათნამიმდევრული გადაწყვეტილება“,- განაცხადა შარმანაშვილმა.
0
0