03/05/2022
11:00
პოლიტიკა
შიმშილობა, აქციები, ეს ყველაფერი გვინახავს, მაგრამ არსებობს უფრო რადიკალური ნაბიჯები, რომლებიც გადასადგმელია, - ასე ეხმიანება „გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციებს.
მისი თქმით, რადიკალური ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, „ნაციონალური მოძრაობის" დაშლაა.
„ამ შემთხვევაში ქაოსი დაიწყება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ყველა პოლიტიკური ძალისთვის გაჩნდება შანსი. ეს შანსი იქნება „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისთვისაც. ეს შანსი არის „ქართული ოცნებისთვის" მტრის ხატის, „ნაციონალური მოძრაობის“ წართმევა, ახლა „ნაციონალურ მოძრაობას" იყენებენ როგორც ინსტრუმენტს ქართველი ხალხის წინააღმდეგ არჩევნების მოსაგებად.
ამ პირობებში „ქართული ოცნება" არ ყოფილა, როცა მას არ ჰყავდა მტრის ხატად „ნაციონალური მოძრაობა", ის ყველა არჩევნებს ამით იგებდა, მოდით, ვცადოთ, ერთხელ მაინც ჩავატაროთ არჩევნები, სადაც „ქართულ ოცნებას" ასეთი მტრის ხატი არ აქვს და „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში თავის 5 ნომრით არ მონაწილეობს. ეს ხომ აქამდე არ გვიცდია. თქვენ ნუ გგონიათ მტრის ხატები ქუჩაში ყრია, მის შექმნას სჭირდება მუშაობა. მტრის ხატი შეიქმნა არა ციდან და ყოველგვარი მიზეზის გარეშე, არამედ იმ წარსულიდან რაც „ნაცმოძრაობას" ჰქონდა, შემდეგ „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ამ იდეის გაძლიერებაში უამრავი ფული, რესურსი ჩაისხა. ამიტომ თქვენ რომ მოინდომოთ ხვალ ჩვენგან შექმნათ მტრის ხატი, ასე მარტივად არ გამოვა,"- განაცხადა ხვიჩიამ.
0
0