შიდა პოლიტიკური კუთხით 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ რადიკალებს ჩვენს ქვეყანაში, რადიკალიზმი და ლიბერალური ფაშიზმი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე
20/01/2025
11:29
პოლიტიკა
A-
+A
შიდა პოლიტიკური კუთხით 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში უნდა დასრულდეს რადიკალიზმი და ლიბერალური ფაშიზმი.
"შიდა პოლიტიკური კუთხით 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ რადიკალებს ჩვენს ქვეყანაში. რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი. ეს არის უპირობოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს შეუფერხებელი განვითარება და მიაღწიოს ყველა იმ ეროვნულ მიზანს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს დასახული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0
39
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%