19/04/2024
22:40
პოლიტიკა
როგორც შიდა, ისე გარეძალები აქტიურად ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალება, ჩვენ სამსახურებს ძალიან დიდი როლი მიუძღვით, როგორც პრევენციის, ისე გამოვლენის კუთხით, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
„დეზინფორმაციული კამპანია არის ერთ-ერთი მეთოდი. როგორც შიდა, ისე გარეძალები აქტიურად ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, ეს ხდებოდა სხვადასხვა მეთოდით. ჩვენს სამსახურებს ძალიან დიდი როლი მიუძღვით, როგორც პრევენციის, ისე გამოვლენის კუთხით“, - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები.
0
0