
“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილს მორიგი პოსტით მიმართავს.
ჩერგოლეიშვილს მიმაჩნია, რომ “დროა შეწყდეს სალაფავის შეთავაზება საქართველოს მოქალაქეებისთვის”.
"ზუსტად მაგას ნიშნავს.
ქართველი ხალხის ყველაფრის მკადრებელ შეურაცხყოფად გთვლი და ვინც შენი თავი ქართველებს შესთავაზა, იმას ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების მტრად, ვინც გვერდზე დაგიდგება - უარესად.
მიმაჩნია, რომ დროა შეწყდეს სალაფავის შეთავაზება საქართველოს მოქალაქეებისთვის," წერს “ტაბულას” დამფუძნებელი.
ამ პოსტით ჩერგოლეიშვილი ხაბეიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
კერძოდ, “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა თქვა: "ეჭვი მაქვს, რომ რა ცუდსაც არ უნდა ფიქრობდეს [ჩერგოლეიშვილი] ჩემზე, სადღაც გულის სიღრმეში მაინც ფიქრობს, რომ ერთ-ერთი რიგით ჯარისკაცად მაინც ივარგებს".
0
0