17/06/2023
21:28
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილს არ ჩაუდენია ისეთი დანაშაული, რაც სხვა პოლიტიკოსს არ ჩაუდენია, ამოვთხაროთ მაშინ შევარდნაძე და ციხეში შევაგდოთ - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, მურმან დუმბაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. არ აქვს ამ კაცს ჩადენილი ისეთი დანაშაული, რაც არ ჩაუდენია სხვა პოლიტიკურ მოღვაწეს. ამოვთხაროთ მაშინ შევარდნაძე და შევაგდოთ ციხეში, რატომ ვეფერეთ, რატომ არ დავიჭირეთ, სად არიან ახლა ის ხალხი, რომლებიც ითხოვენ, გინდა არ გინდა სააკაშვილი მოკვდეს ციხეშიო, შევარდნაძე რატომ არ დავიჭირეთ? მას არ ჰქონდა დანაშაული ჩადენილი? რომელ დასავლეთზე მელაპარაკებით, რომელ სტატუსზე მელაპარაკებით! არცერთი პოლიტიკური ლიდერი, არცერთი პოლიტიკური პარტია, ვინც ამ განცხადებას აკეთებს, არ არის ღირსი კანდიდატის სტატუსი მიიღოს და შევარცხვინე ის ევროპა თუ ამ ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მისცემს“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.
0
0