02/12/2021
18:26
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი, რაზეც მან პასუხი უნდა აგოს.
„თუ ხვდებით, რა სისულელეებს ლაპარაკობს ეს კაცი? წერტილი. ე.წ. პიჯაკების საქმეში არის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები. მათ შორის, შვილთან დაკავშირებით საუბრობდა და შვილის სწავლის დაფინანსების სკანდალზე თქვა, რომ მისი შვილი არის ნიჭიერი. ახლა ჩვენ შევაგროვებთ დეპუტატების, ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ თითოეულის სკოლის გადასახადს, ეს ყველაფერი არის სამარცხვინო. მას აქვს უმძიმესი დანაშაულები ჩადენილი. აქედან გამომდინარე, მან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს, ედუარდი არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი“. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მას ეამაყება, რომ ძალიან ბევრ ქართველ სტუდენტს გაუხსნა გზა საერთაშორისო უნივერსიტეტებში.
0
0