08/03/2023
02:32
პოლიტიკა
"ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ფასეულობებსა და სტანდარტებთან" - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ჯოზეფ ბორელი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროეტის პირველი მოსმენით მიღებას.
"[ეს კანონი] ძალიან ცუდია საქართველოსა და მისი ხალხისთვის. კანონმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, ჰქონდეს ნეგატიური შედეგი ბევრი ქართველისთვის, რომელთათვისაც მათი [NGO და მედია] მუშაობა მნიშვნელოვანია. ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ფასეულობებთან და სტანდარტებთან. იგი ეწინააღმდეგება საქართველოს გამოცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რასაც საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. მის დამტკიცებას შეიძლება სერიოზული გავლენა ჰქონდეს ჩვენს ურთიერთობაზე. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, უერთგულოს ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის თაობაზე და შეახსენებს, რომ ადამიანებს აქვთ მშვიდობიანი პროტესტის უფლება" - ამბობს ბორელი
0
0