
არავითარი ზღვარი აღარ აქვს შეურაცხყოფასა და ცილისწამებას და ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა, ამ მანკიერ პრაქტიკას უნდა დავუპირისპირდეთ, ეს უნდა მოხდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საკანონმდებლო ცვლილება სრულად უნდა იყოს თავსებადი გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებასთან.
„დღევანდელი პრაქტიკა არის ის, რომ არავითარი ზღვარი აღარ აქვს შეურაცხყოფასა და ცილისწამებას და ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა. რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას, ცილისწამებას, ყველა ამ მანკიერ გამოვლინებას ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ. ბუნებრივია, ეს უნდა მოხდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და ჩვენ რაზეც ვმსჯელობთ, ყველაფერი თავსებადია გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებასთან. ამ ძირითადი უფლების ფარგლებში, ყველა საჭირო ზომა უნდა იყოს მიღებული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
0
0
ნატოს შემდეგი სამიტი თურქეთში გაიმართება
25/06/2025