
"ეს არის ძალიან პოზიტიური ფაქტი- სახეზე გვაქვს იზოლაციის გარღვევა, რომელშიც სქართველოს და არა მარტო ხელისუფლებას, აქცევს გარკვეულ ინტერესად საკმაოდ გავლენიანი ჯგუფების საერთაშორისო ასპარეზზე." - განაცხადა რადიო "სივრცის" ეთერში ანალიტიკოსმა მირიან მირიანაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და უკრაინის პრეზიდენტის ვლოდიმერ ზელენსკის შეხვედრის კომენტირებისას.
მისი თქმით, ამ შეხვედრას არ უნდა შევხედოთ ოპოზიციის და ხელისუფლების ბრძოლის გადასახედიდან.
„ეს ტრაგედიაა, როდესაც საქართველოს ისტორიული ფუნქციის პერიოდში ქვეყნის შიგნით, ვხდებით სუბიექტური თემების მსხვერპლი. იქ სერიოზული „ტუსოვკა“ იყო და ბევრი მსოფლიოსთვის მიმანიშნებელი ბევრი სიგნალები წამოვიდა. დავანებოთ რუსეთს თავი, რუსეთი ამ სივრციდან არის ამოგდებული. აშშ-ს უნდა აქ მთლიანად მთელი ტრანზიტი და გეოპოლიტიკური სივრცე დაისაკუთროს. არც თურქეთის და არც ევროპელების დანახვა მათ აქ არ უნდათ. თურქეთი აღმოჩნდა რუსეთის შემდეგ, ყველაზე მოწყვლადი სუბიექტი. კარგია რომ ჩვენ იქ ჩავედით, ნუ ვიფიქრებთ რომ სომხეთმა დაგვპატიჟა, ეს არის პრიმიტიული აზროვნება. იქ ჩავიდა ევროპა და ბრიტანეთის იმპერია. სად კანადა, სად სომხეთი. იქ იყო ასევე, სომხეთზე პასუხიმგებლობის მქონე ავსტრალიის ელჩი. საქართველოც იყო დაპატიჟებული, რადგან საკმაოდ სერიოზული ამბები ირკვევა. საქართველო არის მთავარი გეოპოლიტიკური სუბიექტი. დაგვპატიჟა ინგლისის პრემიერ- მინისტრმა და მაკრონმა. სომხებიც არ იყვნენ წინააღმდეგი, მაგრამ იმათ რომ უარი ეთქვათ, ფაშნიანი თავს მოიკლავდა ჩვენი გულისთვის?" - განაცხადა მირიანაშვილმა.
ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ როდესაც ჩვენი ხელისუფლება საუბრობს აშშ-სთან გადატვირთვაზე სწორია, მაგრამ უფრო მეტი ინიციატივაა საჭირო.
„დრო მოვიდა ხელისუფოლებამ აშშ-სთან ურთიერთობის და გადატვირთვის პროექტი წარადგინოს. პრორუსულად იმიტომ აცხადებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ხელისუფლება იაზრებდა გარკვეულწლად, სწორ ფორმატში, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, რაც იყო ფუნდამენტური. ჩვენი გულისთვის რუსეთთან არავინ იომებდა, ესეც ფუნდამენტური კატეგორიაა. ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, რაც მე შეუძლებლად მიმაჩნდა, ამ გზის წარმატებამდე მიყვანა. მაგრამ, თუ ივანიშვილმა შეძლო, რომ მივიდა იქამდე, რუსეთის როლიც გაანეიტრალა, როგორც ჩვენზე ზემოქმედების სერიოზული ფაქტორი და გადამწყევტ მომენტში, შემდგ უკვე ჩამოყალიბებულ ამერიკულ- ევროპულ, ფინანსურ, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ პროექტებში ჩაეწერა, ანუ, რისკებიც აიცილა და პოზიტივებიც მიიღო, ეს იქნება მასტერკლასი- უბრალოდ, ამას უფრო მეტი სითამამე სჭირდება, ასე მგონია. „- განაცხადა მირიან მირიანაშვილმა.
0
0