
“სინამდვილეში აქცია ემსახურება ქვეყანაში მორიგ დესტაბილიზაციას და არის ხელისუფლების დამხობის მორიგი მცდელობა, იმისდა მიხედვით, თუ როგორ წარიმართება პროცესი” - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებულ 24 თებერვლის აქციას.
"ხვალ რადიკალური ოპოზიციის "ტროიკა" აპირებს აქციას შეფუთულს უკრაინის და ევროპული კურსის მხარდაჭერით. კინო, როგორც იტყვიან ნანახი გვაქვს
სინამდვილეში აქცია ემსახურება ქვეყანაში მორიგ დესტაბილიზაციას და არის ხელისუფლების დამხობის მორიგი მცდელობა, იმისდა მიხედვით, თუ როგორ წარიმართება პროცესი. აქციის ორგანიზატორები დიდად არც მალავენ ამას. აქციას უკვე მიეტმასნა ცნობილი შემადგენლობა და ასე გასინჯეთ გახარიას პარტიის წევრებიც, რომ ეგებ ამის მერე მაინც ჩათვალონ ოპოზიციად.
ფაქტიურად ანტი-სახელისუფლებო აქციაში მონაწილეობას აპირებენ თბილისში ლტოლვილებად ჩამოსული უკრაინის მოქალაქეებიც. გამოდის რომ ისინი უპირისპირდებიან იმ ხელისუფლებას, რომელმაც საკუთარი მწირი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მათ ზრუნვა-დახმარება არ დააკლო და იმაზე მეტიც გააკეთა რაც ევალებოდა.
შეუძლებელია უკრაინელები ვერ ხვდებოდნენ თუ რა ავანტიურაში ითრევენ მათ აქაური რადიკალები. საკვირველია უკრაინის საელჩოს დუმილიც. თუ აქ მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ომის დაწყების წლისთავის აღნიშვნა უნდათ, მათ არავითარი წინაღობა არ ექნებათ ხელისუფლებისგან, თუ ამას ცალკე სხვა ადგილას აღნიშნავენ და რადიკალური ოპოზიციის მოკავშირეებად არ წარმოჩნდებიან. უღირთ ამაზე დაფიქრება ..." - წერს ანჯაფარიძე
0
0