19/01/2025
23:51
მსოფლიო
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, „იარაღი ღაზაში დადუმდა“.
ამასთან, ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „კმაყოფილია“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების შესრულებაში მისი გუნდის მონაწილეობით.
„შეთანხმება, რომელიც მე პირველად გასული წლის მაისში წარვადგინე ახლო აღმოსავლეთისთვის, საბოლოოდ განხორციელდა. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა და დღეს ვნახეთ მძევლების გათავისუფლება, სამი ისრაელელი ქალი, რომლებიც ნების საწინააღმდეგოდ იყვნენ დაკავებული ბნელ გვირაბებში 470 დღის განმავლობაში. ამდენი ტკივილის, ნგრევისა და სიცოცხლის დაკარგვის შემდეგ, დღეს ღაზაში იარაღის ხმა აღარ ისმის. ეს იყო აუცილებელიც, ეფექტურიც და უპრეცედენტო, მაგრამ წარმატებისთვის საჭიროა რეგიონში ჩვენი მეგობრების მუდმივი მხარდაჭერა. ახლა ამ შეთანხმების განხორციელება შემდეგ ადმინისტრაციას ევალება“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ გათავისუფლებული სამი მძევალი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფება.
0
0