
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასი წევრის განთავსების განკარგულება გასცა მას შემდეგ, რაც საიმიგრაციო აღსრულების ოპერაციების გამო დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.
როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, „პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დადგენილებას ორი ათასი გვარდიელის განთავსების შესახებ, რათა აღმოფხვრას უკანონობა კალიფორნიაში“, ვინაიდან შტატში გრძელდება დემონსტრაციები საიმიგრაციო აღსრულების ოპერაციების წინააღმდეგ.
„ეს ოპერაციები არსებითია შეერთებულ შტატების არალეგალი კრიმინალების შემოჭრის შესაჩერებლად. ამ ძალადობის ფონზე კალიფორნიის უგუნურმა დემოკრატმა ლიდერებმა სრულად თქვეს უარი მოქალაქეების დაცვის პასუხისმგებლობაზე. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც 2000 ეროვნული გვარდიელი განლაგდება უკანონობასთან საბრძოლველად, რომლის გაღვივებაც იქნა დაშვებული“, – თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერის კეროლაინ ლევიტმა.
ტრამპის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე პროტესტი წარმოადგენს „ამბოხების“ ფორმას შეერთებული შტატის მთავრობის უფლებამოსილების წინააღმდეგ.
თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი დეპარტამენტი ახორციელებს ეროვნული გვარდიის დაუყოვნებლივ მობილიზებას ლოს ანჯელესში ფედერალური სამართალდამცავი უწყებების მხარდასაჭერად და საჭიროების შემთხვევაში მოხდება დამატებითი ძალების მობილიზება.
შეტაკებები საიმიგრაციო სამსახურის ფედერალურ აგენტებსა და დემონსტრანტებს შორის კალიფორნიაში, ორი დღეა, გრძელდება. არეულობა საიმიგრაციო სამსახურის მიერ უსაბუთო მიგრანტების წინააღმდეგ რეიდების ჩატარებას მოჰყვა.
თავის მხრივ, კალიფორნიის გუბერნატორმა გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკა.
„მთელ კალიფორნიაში მიმდინარე ქაოსური ფედერალური წმენდა თვითნებური დაკავებების კვოტის შესასრულებლად უგუნური და სასტიკია. დონალდ ტრამპის ქაოსი ძირს უთხრის ნდობას, აშორებს ოჯახის წევრებს და საფრთხეს უქმნის მუშებს და ინდუსტრიებს, რომლებიც ასაზრდოებენ ამერიკის ეკონომიკას“, – აღნიშნულია კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსამის განცხადებაში.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025