
პერუს დედაქალაქში ათასობით მომიტინგე გამოვიდა და ყოფილი პრეზიდენტის პედრო კასტილოს გადაყენება გააპროტესტა, რა დროსაც შეტაკება მოხდა სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის. მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება.
ამასთან, მომიტინგეები ამ დრომდე ითხოვენ ახალი პრეზიდენტის დინა ბოლუარტეს გადადგომას. ბოლუარტემ მომინტინგეებს ეროვნული შეთანხმებისკენ მოუწოდა.
ბოლუარტემ კონგრესთან საერთო ეროვნული ზავის შესახებაც განაცხადა.
მომიტინგეები ამბობენ, რომ ზავი არ აინტერესებთ.
დიდი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები პერუს შორეულ რეგიონებში, ძირითადად ქვეყნის სამხრეთითაც გაიმართა.
პერუს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ანტისამთავრობო აქციებზე სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა, მათგან 45 უსაფრთხოების ძალებთან პირდაპირ შეტაკებას ემსხვერპლა.
„მკვლელები“, - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
0
0