
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში 21 წლის გოგონა გარდაიცვალა. მომხდარი ტრაგედიის რამდენიმე ვერსია ვრცელდება. მათგან ერთ-ერთის თანახმად, სიკვდილის მიზეზი ამფიტამინით ზედოზირება გახდა.
ambebi.ge გარდაცვლილის მეზობელს ესაუბრა, რომელიც შემდეგს გვიყვება:
"გარდაცვლილი გოგონა ჩვენი მეზობელია, ანგელოზივით იყო... თავდაპირველად ეგონათ, რომ წამლები დალია და თავი მოიკლა, დღეს კი ითქვა, რომ ზედოზირებით გარდაცვლილა. ის უკარგესი ოჯახის შვილია… რომ იტყვიან, ხელის გულზე ატარებდნენ. სიგარეტსაც არავინ ეწეოდა ოჯახში.
გოგონა თავის ოთახში გამხდარა ცუდად, შეშლილი სახით გამოვარდნილა და გადარჩენას ითხოვდა თურმე, მიშველეთო, ყვიროდა. ყველანი დაზაფრულები ვართ, ასეთ ქვეყანაში რისკია შვილების გაჩენა, ყველგან ეს პრობლემაა, საშინელება ხდება..." - ამბობენ მეზობლები.
გარდაცვლილი გოგონას მეგობარი უარყოფს გოგონას ნარკოტიკული საშუალების, ამფეტამინის ზედოზირებით გარდაცვალებას. მისი თქმით, ის დიდი დოზით ჰიპერტონიის მედიკამენტების მიღების შედეგად დაიღუპა. მისივე თქმით, დაწყებულია გამოძიება.
გოგონას ხვალ დაკრძალავენ.
0
0