
შეშფოთებული ვართ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გამო და დღეს ველოდებით სასამართლო პროცესს. ის არის ქალი, რომელიც წამყვანი ჟურნალისტი იყო ამ ქვეყანაში და არაპროპორციულ ბრალდებებს აწყდება, – ამის შესახებ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) წევრმა, ჯიპსი გიენ-კაიზერმა ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯიპსი გიენ-კაიზერის თქმით, სურს, მზია ამაღლობელს მხარდაჭერა და სოლიდარობა აჩვენოს.
„ჩვენ დღეს აქ ვართ, რადგან მივიჩნევთ, რომ მზია ამაღლობელის საქმე უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს მნიშვნელოვანია პრესის თავისუფლებისთვის მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ გვინდა, ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა. გუშინ ციხესთან ვიყავით, რათა სოლიდარობა გამოგვეცხადებინა მისთვის. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ მისი ჯანმრთელობის გამო და დღეს ველოდებით სასამართლო პროცესს. ამ საქმის ძირითადი საკითხები არის ის, რომ ის არის ქალი, რომელიც წამყვანი ჟურნალისტი იყო ამ ქვეყანაში და არაპროპორციულ ბრალდებებს აწყდება, მისი ჯანმრთელობა უარესდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამის გამო“, – განაცხადა ჯიპსი გიენ-კაიზერმა.
0
0
16 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
14/07/2025