28/06/2022
13:20
პოლიტიკა
შეშფოთებული ვართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო, რომელიც 2021 წლიდან საქართველოში პატიმრობაში იმყოფება, - ამის შესახებ დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრი აწერს ხელს.
„რამდენიმე დამოუკიდებელმა ექიმმა სააკაშვილის ციხეში გასინჯვის შემდეგ დაადასტურა მთელი რიგი დაავადებები და მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა. ასევე შეშფოთებული ვართ, რომ არ შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველის რეკომენდაციები. მას სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს დემენცია, სხვადასხვა ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი.
„სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იზიარებს უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა დასტაბილურდეს,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
მათივე განცხადებით, ასევე შეშფოთებულები არიან ქართული დემოკრატიის მდგომარეობით.
„ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ქართული დემოკრატიის სტაბილურობასთან დაკავშირებული მდგომარეობით და გვეშინია საზოგადოებაში ისედაც ღრმა განხეთქილების შემდგომი გაღრმავების. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური შერიგების პროცესი. სააკაშვილის მძიმედ დაავადების ან გარდაცვალების შემთხვევაში ამ პროცესს საფრთხე დაემუქრება", - აღნიშნულია დოკუმენტში.
დეკლარაციას ხელს აწერენ “ევროპის სახალხო პარტიის” ჯგუფის წარმომადგენელი, პოლონელი პოლიტიკოსი, ალექსანდრე პოციე, იტალიელი პოლიტიკოსი მარინა ბერლინგერი, „ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ წევრი, რუმინელი იულია ბულა, უკრაინელი პოლიტიკოსი ლესია ვასილენკა, „ევროპის კონსერვატორთა ჯგუფი და დემოკრატიული ალიანსი“ წევრი, ბრიტანელი იენ ლიდელი-გრეინჯერი და სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025