15/04/2025
23:41

ეჭვგარეშეა, რომ უნგრეთისა აშშ-ის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სიიარტო აღნიშნავს, შესანიშნავი სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან.
„შესანიშნავი საუბარი მქონდა მარკო რუბიოსთან. დავარწმუნე, რომ უნგრეთი სრულად უჭერს მხარს დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას. კარგი იყო იმის მოსმენა, რომ მიუხედავად დიპლომატიის ჩაშლის მიმდინარე მცდელობებისა, აშშ კვლავ ერთგულია ომის დასრულების. შაბათ-კვირას მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მშვიდობის აღდგენის აუცილებლობას“, – წერს სიიარტო.
სიიარტოს თქმით, მარკო რუბიოსთან უნგრეთის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილებაც განიხილა.
„ეჭვგარეშეა, რომ უნგრეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც გამოიხატება ურთიერთპატივისცემით, საერთო პრიორიტეტებითა და მჭიდრო თანამშრომლობით“, – წერს პიტერ სიიარტო.
0
0