
ნარკოდანაშაულის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული ა.ლ. და წარსულში ნასამართლევი 1987 წელს დაბადებული ე.დ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგისა და დუშეთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული ა.ლ. და წარსულში ნასამართლევი 1987 წელს დაბადებული ე.დ. დააკავეს.
მათ ბრალი ედებათ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებაში", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0