
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გარკვეული მოსაზრება გამოთქვა, თუ როგორ მიდის მოლაპარაკებები რუსეთთან.
მემარჯვენე მაუწყებლის Newsmax-ის შეკითხვაზე, აჭიანურებს თუ არა რუსეთი ზომების მიღებას, ტრამპმა უპასუხა: „კონკრეტულ დროს შეგატყობინებთ. ვფიქრობ, რომ რუსეთს საბოლოოოდ სურს სამხედრო კონფლიქტის მოგვარება, თუმცა შესაძლოა, ის ფეხს ითრევს.
წლების განმავლობაში მეც ამგვარად ვმოქმედებდი ასეთ მდგომარეობაში - ,,იცით, არ მსურს კონტრაქტის გაფორმება’’, ,,თამაშში დარჩენა მინდა, თუმცა შესაძლოა არც მინდა ამის გაკეთება, დარწმუნებული არ ვარ.’’
მაგრამ არა, მე ვფიქრობ, რომ რუსეთს სურს ამ კონფლიქტის დასასრული და, ამ ეტაპზე, ზელენსკისაც.
გასულ კვირას, [კურსკის რეგიონში] უკრაინელი ჯარისკაცები რუსი ჯარისკაცებით იყვნენ გარშემორტყმულნი და ეს არ იყო კარგი. მე საკმარისი ზომები მივიღე იმისთვის, რომ ყველა არ დახოცილიყო, მაგრამ ისინი დახოცეს... ეს სისხლიანი ომია,“ - თქვა ტრამპმა.
0
0