08/06/2023
19:28
პოლიტიკა
შესაძლოა კეთილი ნების ჟესტი იყოს საქართველოს ხელისუფლებისგან ბატონი სააკაშვილის გათავისუფლება, ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია და ის თუ როგორ ეპყრობა მას საქართველოს ხელისუფლება, ნამდვილად იმედგაცრუებას იწვევს ბევრი ევროპარლამენტარისთვის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა კოსმა ზლოტოვსკიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროგრესი შეინიშნება 12 რეკომენდაციის განხორციელებაში, თუმცა ყველაზე რთული მისაღწევი დეპოლარიზაცია იქნება.
„ჩვენ რა თქმა უნდა, ვაკვირდებით პროგრესს 12 პრიორიტეტის განხორციელების პროცესში. პირველი - დეპოლარიზაცია არის ყველაზე რთული. რას ნიშნავს დეპოლარიზაცია? ჯანსაღი პოლარიზაცია არის დემოკრატიის საფუძველი. ერთმანეთისგან უნდა განსხვავდებოდეს, რომ ხალხმა გაიგოს, ვისი არჩევა სურთ, მაგრამ ზოგჯერ პოლარიზაცია შეიძლება ძალიან შორს წავიდეს. შესაძლოა, კარგი ჟესტი იყოს საქართველოს ხელისუფლებისგან ბატონი სააკაშვილის გათავისუფლება,. ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია და ის როგორც ეპყრობა მას საქართველოს ხელისუფლება, ნამდვილად იმედგაცრუებას იწვევს ბევრი ევროპარლამენტარისთვის. პოლონეთის ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტი, ასევე, არის ხელისუფლების ოპოზიციონერი, მაგრამ ის დაპატიმრებული არ არის. გთხოვთ, განიხილოთ ამ ჟესტის გაკეთება“, - განაცხადა ზლოტოვსკიმ.
0
0