
ნატოს გენერალურმა მდივანი იენს სტოლტენბერგი არ გამორიცხავს, რომ ბახმუტი რუსმა სამხედროებმა უახლოეს დღეებში დაიპყრონ.
ევროკავშირისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის წინ, სტოლტენბერგმა კომენტარი გააკეთა იმ მძიმე ბრძოლებზე, რომელიც გრძელდება დონეცკის რეგიონში, ბახმუტთან:
„მათ [რუსმა სამხედროებმა] დიდი დანაკარგები განიცადეს, მაგრამ ამავდროულად, არ გამოვრიცხავთ, რომ ბახმუტი საბოლოოდ დაეცეს უახლოეს დღეებში. მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ომში ნამდვილად იყო გარდამტეხი მომენტი, ეს უბრალოდ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი“, - განაცხადა მან.
ოთხშაბათს დილით, აშშ-ს ომის შესწავლის ინსტიტუტის დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ უკრაინის არმიამ ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილიდან უკან დაიხია მდინარე ბახმუტკას გაღმა და ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მისმა ფორმირებებმა დაიკავეს ქალაქის მთელი ტერიტორია.
მოგვიანებით, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე სირსკი ბახმუტში ორ კვირაში მეოთხედ ჩავიდა.
0
0