
აფხაზეთის დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურები შესაძლო დივერსიის საფრთხის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ. ამის შესახებ დე ფაქტო უშიშროების სამსახური იუწყება.
„აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების კომპლექსს, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის გადამოწმებას სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებთან და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით შესაძლო დივერსიის საფრთხის შესახებ“, - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მოკლე განცხადებაში.
მანამდე, 27 იანვარს აფხაზეთში სამხედრო და ტერორისტული საფრთხეებისგან დაცვის მიზნით დე ფაქტო ხელისუფლებამ გარკვეულ ზონებში ფრენა აკრძალა.
0
0
თბილისის საკრებულოს შენობაზე დროშა დაეშვა
22/11/2026
საქართველოში გლოვის დღეა
22/11/2026