07/04/2023
22:01
მსოფლიო
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო Telegram-ზე წერს, რომ არ არის გამორიცხული, რუსეთის ცენტრში შეიარაღებული პროტესტი დაიწყოს ხელისუფლების წინააღმდეგ.
„ბრიანსკის ოლქში მომხდარი ბოლო დროის მოვლენები მოწმობს, რომ მოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ, რუსეთის შუა გულში შესაძლებელია შეიარაღებული პროტესტი დაიწყოს. კრემლის ხელმძღვანელობის განცხადების მიუხედავად, რუსების პროტესტი მოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ სრულებით შესაძლებელია. ამის ნათელი მაგალითი სწორედ ბრიანსკის ოლქშია, უფრო კონკრეტულად კი პოგარსკის რაიონში მომხდარი არეულობა, რა დროსაც რუსმა მეამბოხეებმა საოკუპაციო ჯარის ორი მებრძოლი მოკლეს. დაჭრილთა რაოდენობა კი ზუსტდება. ასევე, საბრძოლო წყობიდანაა გამოსული მტრის ჯავშანტრანსპორტიორი“, - აღნიშნავენ უკრაინის დაზვერვაში.
ცნობისთვის, მარტის დასაწყისში რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ბრიანსკის ოლქში უკრაინულ დივერსიულ ჯგუფთან ბრძოლა მიმდინარეობდა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა.
მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა თავდამსხმელთა ვიდეო რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი უკრაინელები კი არა, რუსული „თავისუფლების ბატალიონის“ წარმომადგენლები არიან და მოუწოდებენ რუსეთის მოსახლეობას, რომ ერთად იბრძოლონ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ. მას შემდეგ, ბრიანსკის ოლქში სიტუაცია დაძაბულია.
0
0