შერმადინს ლიგა ენდესას მარტის MVP-ს ჯილდო გადასცეს
07/04/2024
18:47
სპორტი
A-
+A
ესპანეთის ლიგა ენდესას 28-ე ტურის ლენოვო ტენერიფე - ბასკეტ ჟირონსა მატჩის დაწყებამდე გიორგი შერმადინს ლიგა ენდესას მარტის MVP-ს ჯილდო გადასცეს.
აღნიშნულ მატჩში შერმადინის ლენოვო ტენერიფემ მოწინააღმდეგე ძალიან ადვილად, 74:60 დაამარცხა.
კანარიელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, რაც ხელიდან თამაშის ბოლომდე არ გაუშვიათ. ქართველი ცენტრი ამჯერად არ ყოფილა საუკეთესო.
შერმადინამ 28 წუთში 5 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. გიორგიმ 4-დან 1 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი, მარსელინო უერტასი იყო 21 ქულით.
ლენოვო ტენერიფე 18 მოგებით და 10 წაგებით მე-5 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 13 აპრილს, ბილბაოს უმასპინძლებს
0
0
210
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%