18/03/2024
13:26
სპორტი
„ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგის გასული ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატების ტურის MVP მეოცედ გახდა, რაც ამ ლიგის აბსოლუტური რეკორდია.
ამ მაჩვენებლით შერმადინი მიმდინარე წლის 6 იანვარს გაუთანაბრდა არვიდას საბონისსა და ლუ როს, როცა მე-17 ტურის MVP გახდა და ამჯერად, 25-ე ტურის იგივე პიზის მოგებით ისტორიაში შევიდა. შერმადინი გასულ ტურში შეუჩერებელი იყო „ანდორასთან“ სტუმრად მოგებულ მატჩში, სადაც მან თავის ყოფილ გუნდთან 23 ქულა, 10 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა. მისი სარგებლიანობის ინდექსი, რამაც 37 შეადგინა, ვერავინ გადაფარა და გიორგიც ესპანური ლიგის ახალი რეკორდსმენი შეიქნა.
აღსანიშნავია, რომ შერმადინს ეკუთვნის ესპანეთის უმაღლესი ლიგის რეკორდი თვის MVP-ს ტიტულებშიც. ქართველი ცენტრი ამ ნომინაციაში საუკეთესოდ 12-ჯერ დაასახელეს.
0
0
ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ
05/05/2024