
საზარელი ტრაგედია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში წუხელ მოხდა.
ახალგზარდა ქალს ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით 20-მდე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დააასრულა. არსებული ინფორმაციით, კაცს ყოფილ ცოლთან შერიგება სურდა, უარის შემდეგ კი მათ შორის სიტყვიერი კამათი სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.
"დაუნახავთ, კაცი ყოფილ ცოლს ეჩხუბებოდა და შერიგებას სთხოვდა, მერე უცებ დანა ამოუღია და 12-ჯერ დაურტყია, ამის შემდეგ ეგონა, რომ ცოლი მოკლა და თვითონაც თავი მოიკლა. ეს ქალი ქმართან ნაჩხუბარი იყო და ბანოჯაში დასთან იყო,"- ამბობს მეზობელი.
უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 37 წლის პაციენტი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. დაზარალებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი კი უკვე მშობლიურ სოფელში, ხობშია გადასვენებული.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
0
0