
ხმაური და დაპირისპირება იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სიტყვით ლიკა ბასილაია - შავგულიძემ ისარგებლა. პირველი არხის ბორდის წევრმა 10 წლის ბავშვის დაცემის შემდეგ საზოგადოების მხრიდან გამოჩენილ სოლიდარობაზე გაამახვილა ყურადღება, რასაც გიორგი იაკობაშვილის რეპლიკა “გაუხარდათ ბავშვის წაქცევა“, მოჰყვა. საბოლოოდ შავგულიძე კოლეგას დაუპირისპირდა.
ეს არის შენი ინტერპრეტაცია, შენი მოსაზრება, იმიტომ, რომ შენ არ ხარ ობიექტური, შენ ელაპარაკე ბებიაჩემს საფლავში, სადაც წევს, შე ნაძირალა, ერთხელ მოგხვდა მაგის გამო, კიდევ მოგხვდება, თავხედო. კორუმპირებული მასა, წავედი აქედან - უთხრა მას შავგულიძემ და სხდომა დატოვა.
საზოგადოებრივ მაუწყებელში ბორდის სხდომა მიმდინარეობს, სადაც 10 წლის გოგონას დაცემის საკითხს განიხილავენ.
0
0
17 ივნისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
15/06/2026