
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
,,შენ დანახვაზე, ყველა რომ ლობიანს კითხულობს, გიცხოვრია” - დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციას ეხმაურება.
თსუ-ს მიმდებარე ტერიტორია, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის კვეთაზე, ისევ გადაკეტილია. გზის სავალ ნაწილზე კარვებია გაშლილი.
მოძრაობა „დაფიონის“ წევრებმა ადგილზე მიიტანეს სხვადასხვა ნივთი, სამშენებლო მასალები და ტომრებით გზის ბლოკირება დაიწყეს. როგორც ისინი აცხადებენ, მათი პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა კონსტიტუციურია. მათი თქმით, გზის გახსნას არ აპირებენ.
ამასთან, თსუ-სთან იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები. კერძოდ, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები. ადგილზე არ მისულან „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ პარტიის ლიდერები. როგორც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განმარტეს, პროტესტს უერთდებიან, თუმცა კარვების გაშლაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
0
0