05/06/2023
14:46
პოლიტიკა
2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მისი თქმით, სიმბოლურია, რომ აღნიშნული დღის ჩასატარებლად საქართველო იქნა არჩეული, რადგან ამ დღის მთავარი თემა ტურიზმი და მშვიდობა იქნება.
„მინდა მნიშვნელოვანი სიახლე გაცნობოთ, 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე გადაწყდა, რომ აღინიშნება საქართველოში, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მე მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ვინც ამ პროცესში იყო ჩართული - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ზურაბ პოლოლიკაშვილს, ეკონომიკის სამინისტროს და ყველას. ჩვენ ძალიან ღირსეულად ვუმასპინძლებთ ძალიან ბევრი ქვეყნის დელეგაციას. შემთხვევითი არ არის და სიმბოლურია, რომ ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი. სიმბოლურია, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი იქნა არჩეული ამ მნიშვნელოვანი დღის ჩასატარებლად“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0