
3 დღის განმავლობაში ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოში არაერთი პრობლემა შექმნა.
ინციდენტი მოხდა ქუთაისშიც.
კერძოდ, მრავალწლოვანი ნაძვის ხე წაიქცა და საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა.
„პირდაპირი გაგებით, შემოვიდა ოჯახში ნაძვის ხე...მეზობელმა დამიკაკუნა, რომ ბავშვები მოარიდე სახლსო და გავიხედე, მართლაც ხე ირყეოდა, მიწა, ფილები იყრებოდა. დავრეკე მაშინვე 112-ში, მოხდა რეაგირება და ცოტა დაგვიანებით მოვიდნენ, იმიტომ რომ საგანგებო მდგომარეობაა ქუთაისში,“ - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
„ირწეოდა, ირწეოდა, ეს მრავალწლოვანი ნაძვის ხე... 3 დღეა ქარია ქუთაისში, ჩაგვენგრა… შიგნით მანქანა მოჰყვა და დაზიანდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ გზის რეაბილიტაციის დროს, როცა ქუჩები გაკეთდა, როგორც ჩანს, ნაძვის ფესვები ჩაჭრეს, რომ ახალი გზა გაეყვანათ და დაზიანდა ნაძვები და ამის გამო წაიქცა," - აცხადებს კიდევ ერთი დაზარალებული.
0
0