15/11/2023
16:02
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ექსპერტთან, თინა თაამთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ხელს უწყობს საგადასახადო ადმინისტრაციის შესაძლებლობების განვითარებას.
ამასთან, საუბარი შეეხო ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს და მომავალი თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს.
შეხვედრის დასასრულს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა თინა თაამს თანამშრომლობისთვის და წარმატებები უსურვა დაგეგმილ შეხვედრებში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელის ვიზიტი ორი კვირა გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში, ის შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრებს გამართავს.
უწყებაში გამართულ შეხვედრას, ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და შემოსავლების სამსახურის უფროსის მრჩეველი თამარ გაბრუაშვილი.
0
0