15/11/2024
17:16
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ იაპონიის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ, ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ JICA-ს საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა, პროექტის - „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე ფოთის პორტში ტვირთის სკანირების აღჭურვილობის გაუმჯობესება“ მხარდაჭერის მომზადებისა და დამტკიცების ასპექტები განიხილეს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოიაზრება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისთვის სატვირთო და სარკინიგზო რენტგენო-სკანერების სისტემების გადმოცემა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ საბაჟო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ხელი მოაწერა საოქმო ჩანაწერს, რომელიც ხელს შეუწყობს პროეტის განხორციელებას და საქართველოს საბაჟო საზღვარზე, სატრანსპორტო საშუალებების/კონტეინერების რენტგენო ინსპექტირების პროცესში მაღალტექნოლოგიური სისტემების გამოყენებას.
შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირები
0
0