
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა 2025 წელს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისა და დაგეგმილი სიახლეების გაცნობის მიზნით, ბიზნესსექტორთან და დაინტერესებულ პირებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.
ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ.
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მიმდინარე წლის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და 2026 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე, ასევე საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებსა და ბიზნესთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
როგორც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ გამოსვლისას აღნიშნა, უწყების მიზანია გადასახადის გადამხდელებთან მოხდეს პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება, რაც გულისხმობს ნდობის მაღალ ხარისხს და მჭიდრო თანამშრომლობას.
,,თქვენი მოსაზრებები, შენიშვნები და კრიტიკული შეფასებები წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან საფუძველს, რომელზეც იგეგმება შემოსავლების სამსახურის შემდგომი ნაბიჯები. აღსანიშავია, რომ შემოსავლების სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგად, 2025 წლის 11 თვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი შესრულებულია 100%-ით და მობილიზებულმა გადასახადებმა 23 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ასევე, დღგ-ის ავტომატური დაბრუნების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესს 2025 წლის 11 თვეში დაუბრუნდა 2 მილიარდ ლარზე მეტი, რაც ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე დროული წვდომის საუკეთესო შესაძლებლობაა’’, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, ბიზნესასოციაციებისა და საფინანსო ინსიტუტების წარმომადგენლები, ასევე უწყების ხელმძღვანელის მოადგილეები, პაატა კილაძე, ირაკლი შარტავა, ლევან წითელაშვილი და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
0
0
ხაშურში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
24/12/2025