
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის თავმჯდომარეს, ალმამბეტ შიკმამატოვს უმასპინძლა, რომელიც საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად იფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის, ასევე მონაცემთა მართვისა და საგადასახადო განჭვრეტადობის გაუმჯობესების მიმართულებებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე. როგორც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, აღნიშნა ქართული მხარე მზადაა, გაუზიაროს ყირგიზეთის საგადასახადო ადმინისტრაციას საკუთარი გამოცდილება ციფრული სერვისებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის სფეროში.
ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია თემატური შეხვედრები სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რომლებიც მათ დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებენ საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ, განხორციელებული რეფორმების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, მიხეილ მაღლაკელიძემ მადლობა გადაუხადა ყირგიზეთის საგადასახადო ადმინისტრაციის უფროსს და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ - შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, პაატა კილაძე, ასევე უწყების ხელმძღვანელის მოადგილე, ია ახალაია, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, ლევან დგებუაძე, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ჩიკვილაძე და ყირგიზეთის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები.
0
0
26 ივნისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
24/06/2026