
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის მიერ, უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე www.rs.ge გამოქვეყნდა 2024 წლების განმავლობაში განხილულ საქმეთა სტატისტიკური მონაცემები.
დავების დეპარტამენტი მუდმივად ამუშავებს და აქვეყნებს შემოსავლების სამსახურის მიერ, გადამხდელთა საჩივრებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს www.infohub.rs.ge აღნიშნული მიუთითებს დავების მოქმედი პრაქტიკის (კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების პრაქტიკაში აღსრულების გატარება და დაცვა) გადასახადის გადამხდელებისთვის მარტივად ხელმისაწვდომობაზე და საგადასახადო ორგანოს გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტზე.
საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასების საერთაშორისო ინსტრუმენტით, კერძოდ - TADAT-ის ანგარიშების მიხედვით, დეპარტამენტის საქმიანობა ფასდება უმაღლესი მაჩვენებლებით, ანგარიშის თანახმად, ,,საქართველოში დავების გადაწყვეტის პროცესი კარგი საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად წარიმართება, შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტის ადმინისტრაციული პროცესი დამოუკიდებელია და შეესაბამება A ქულას.“
აღსანიშნავია ორი მნიშვნელოვანი გარემოება - გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრების რაოდენობა და მკვეთრად შემცირებულია საჩივრების განხილვის და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ვადები. ამასთან, ელექტრონული სერვისების განვითარების ფარგლებში, დაიხვეწა საჩივრის ელექტრონული ფორმით წარმოდგენის და დავის განხილვის პროცესში გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის შესაძლებლობა, რამაც კიდევ უფრო გაამარტივა ურთიერთობა საგადასახადო ორგანოსთან.
შემოსავლების სამსახურის 2025-2030 წლების სტრატეგიის მიხედვით, კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს - დავის განმხილველი ორგანოს გამჭვირვალობა, საგადასახადო დავების ქმედითი პროცესის კიდევ უფრო დახვეწა, გადამხდელთა საჩივრების დროული განხილვა და საგადასახადო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების განზოგადება.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025