
მიმდინარე წლის ივლისის თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სამშენებლო სექტორში 589 მეწარმე სუბიექტი გადაამოწმეს, საიდანაც 147 მეწარმე სუბიექტი არასრულყოფილად აწარმოებდა „დაქირავებულ პირთა რეესტრს“. კერძოდ, რეესტრში ასახვის გარეშე დასაქმებულები ჰყავდათ 566 პირი. ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სამართალდამრღვევ პირებს შეეფარდათ სანქცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახური ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს შეახსენებს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოშობს გადასახადების გადახდისგან თავის არიდების რისკებს და მოუწოდებს დაქირავებულ პირთან შრომითი კონტრაქტის გაფორმებისთანავე, კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინონ მათი ასახვა „დაქირავებულ პირთა რეესტრში“.
აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, უწყების მიერ ,,დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება.
0
0