-share.jpg)
მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შემაშფოთებელია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო.
"დღესაც ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო. სხვა მოლოდინი არც გვქონდა, ვერ გვექნებოდა. ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის შემაშფოთებელი. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო არც წელს დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არ არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც უნდა ზრუნავდეს საკუთარ სახელმწიფო ინტერესებზე.
ერთი მხრივ საუბრობ შენ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე და მეორე მხრივ, თავად უპირისპირდები კანდიდატის სტატუსს, ეს არის გაუგებარი და რადიკალური რიტორიკის გაგრძელება, რაც რბილად რომ ვთქვათ არის შემაშფოთებელი. ჩვენ მრავლად მოვისმინეთ გაუგებარი განცხადებები. ეს არის მოკლე კომენტარი, რომლითაც შემიძლია შემოვიფარგლო, ამის იქით ალბათ არც არის საჭირო“, - აცხადებს კობახიძე.
0
0
9 მაისს ევროპის დღეც აღინიშნება
09/05/2025
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
09/05/2025