
"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები ბიუროზე დღეს უნდა გადაწყდეს. ვეტოს დაძლევის პროცედურა მომავალ კვირას იგეგმება, მანამდე კი, თემაზე კანონმდებლები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.
პრეზიდენტის ვეტოს დესტაბილიზაციის ხელშეწყობად მიიჩნევს "ქართული ოცნება". აბსურდად მიიჩნევს "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონს ოპოზიციის ნაწილი.
რაც შეეხება “ხალხის ძალის” ერთ-ერთ ლიდერს, გურამ მაჭარაშვილს, პრეზიდენტს ძირითადად, კანონპროექტებზე პოლიტიკური შენიშვნები აქვს და აღნიშნული ვეტო არ უკვირს. მისივე შეფასებით, კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა იყოს დაცული, მხარდაჭერას იმსახურებს.
შეგახსენებთ, დოკუმენტი სახალხო დამცველმა სამართლებრივი შეფასებისთვის ეუთო/ოდირს გადაუგზავნა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს” ვეტო 17 ოქტომბერს დაადო.
0
0