09/08/2023
14:05
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
“ჩემი პასუხი ივანიშვილის მოლაპარაკე თავებს!
შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა.
რა უნდა გაგვეკეთებინა ამისათვის:
1. აჭარაში ასლანი დაგვეტოვებინა და ხელი აგვეღო ბათუმის განვითარებაზე;
2. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მათი აგენტები უნდა დაგვენიშნა, როგორც ამას პირდაპირ მთხოვდა პუტინი;
3. არ უნდა შევბრძოლებოდით კორუფციას, რადგან ძირითადად მათ ეყრდნობოდა რუსული გავლენა საქართველოში;
4. არ უნდა გაგვეტარებინა არც ერთი რეფორმა, ვინაიდან რეფორმებს რუსეთი განიხილავს საშიშ პრეცედენტებად;
5. არ უნდა გვევლო ევროკავშირისა და ნატოსკენ;
6. არ უნდა გვეთქვა უარი ენერგეტიკაში რუსულ სქემებზე და შესაბამისად, სიბნელეში დაგვეტოვებინა საქართველო;
7. არ უნდა შეგვექმნა ქართული არმია და სამხედრო წარმოება.
ერთი სიტყვით, დავჩენილიყავით ჩამორჩენილ, გაუბედურებულ, კრიმინალურ, კორუმპირებულ ქვეყნად, რომლის ბედი მსოფლიოში არავის დააინტერესებდა და რომელსაც რუსეთი ნებისმიერ დროს დამართებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა”
0
0