
Fox News-ის ერთ-ერთი შოუს წამყვანი შონ ჰენიტი ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის არსებულ მწვავე დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„მოდით, პირდაპირები ვიყოთ: დიდი ამბავია. ეს არის ონლაინ, საჯარო დავა ორ ძალიან გავლენიან მამაკაცს შორის, რაც რეალურად პოლიტიკურ საკითხებზე უთანხმოებას ეხება და არა რაიმე ღრმად პირად ან სკანდალურ თემას. ეს პირადული თემა გახდა და მაინც, ამდენი უთანხმოების მიუხედავად, თამამ პროგნოზს გავაკეთებ. შეიძლება ვცდებოდე. ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპი და ილონ მასკი საბოლოოდ მოაგვარებენ ყველაფერს და ისევ დამეგობრდებიან. ეს ორი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. გულწრფელად რომ ვთქვათ, მათ ერთმანეთი არ სჭირდებათ წარმატების მისაღწევად, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისინი დავას გადაჭრიან და ქვეყნის დანარჩენ ნაწილს მაგალითს მისცემენ.
მასკი განაწყენებულია ტრამპის მიერ ინიცირებული ხარჯების შესახებ კანონპროექტის გამო, რომელიც Tesla-ს ელექტრომობილებისთვის სამთავრობო მხარდაჭერის შეზღუდვას ითვალისწინებს. მე ნამდვილად მესმის, რატომ არ მოსწონს ილონს ეს „ერთი დიდი და ლამაზი’’ კანონპროექტი“, - თქვა Fox News-ის წამყვანმა Hannity-ში.
რაც შეეხება ჯეფრი ეპშტეინის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს, სექსუალური ტრეფიკინგის საქმეში ბრალდებული [გარდაცვლილი] დამნაშავესთვის, რომელთანაც ტრამპი ოდესღაც მეგობრობდა, ჰენიტის თქმით, ტრამპი „ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გააცნობიერა, თუ რამდენად საშინელი ადამიანი იყო სინამდვილეში ეპშტეინი“ და მასთან ურთიერთობა 20 წლის წინ დაასრულა,’’ - თქვა ჰენიტიმ.
შონ ჰენიტმა ასევე ყოფილი პრეზიდენტი კლინტონი ახსენა, რომელსაც ასევე დოკუმენტირებული კავშირები ჰქონდა ეპშტეინთან.
,,[კლინტონი] იმ ფაილებშია ნახსენები? მე ისინი არ მინახავს, მაგრამ ფსონების დამდგმელი რომ ვყოფილიყავი, ვიცი, სად დავდებდი ფულს. ახლა, მაინტერესებს, შემთხვევით, ხომ არ იცით, ეპშტეინი კლინტონმაც თავისი ცხოვრებიდან ისე საჯაროდ გააძევა, როგორც დონალდ ტრამპმა?“ - განაცხადა ჰენიტიმ.
0
0