
ჩეხეთის პრეზიდენტმა, ნატოს ყოფილმა გენერალმა პეტერ პაველმა აღნიშნა, რომ ჩეხეთი და მოკავშირეები უნდა მოემზადონ უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივაში მხარდასაჭერად, მიუხედავად მისი ადრეული გამარჯვების იმედისა და არ გამორიცხონ ნაკლებად ოპტიმისტური სცენარები.
ამის შესახებ მან Suspilny-თან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტს ჰკითხეს, - იქნებიან თუ არა ჩეხეთი და მისი მოკავშირეები უკრაინის მხარდამჭერი „რამდენადაც საჭიროა“.
„საუკეთესოს იმედი უნდა გვქონდეს. მაგრამ უმჯობესია მოვემზადოთ ყველაზე ცუდი სცენარებისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ მეტი პრიორიტეტი უნდა მივცეთ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ომი შეიძლება არ დასრულდეს წელს, გადაიზარდოს გაყინულ ვითარებაში. კონფლიქტი გადაიქცევა სხვადასხვა სახის კონფლიქტში სხვადასხვა დონეზე. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია უკრაინას მივაწოდოთ ყველაფერი, რაც არის საჭირო, განსაკუთრებით სამხედრო ტექნიკა და ფინანსური დახმარება, რათა გააგრძელოს ქვეყნის დაცვა. ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ მზად, მხარი დავუჭიროთ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში და, ამავე დროს, უნდა შევძლოთ ამის ახსნა ჩვენი მოსახლეობისთვის“, - ამბობს პიტერ პაველი.
მან ასევე დასძინა, რომ "ნატოს სჭირდება უფრო გადამწყვეტი მიდგომა და იმის მითითება, რომ ჩვენ არ ვარღვევთ საერთაშორისო კანონს“.
0
0